|
2020-09-07 12:29:48, 2817 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი GITA-თან თანამშრომლობას იწყებს
საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ერთვება. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, კომპანია Sweeft Digital-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, პარტნიორობის სანაცვლოდ - IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის თანაინვესტირებას მოახდენს. მათივე განცხადებით, Sweeft Digital-ის პროექტი „ერთად წარმატებისკენ“ ინვესტირების უნიკალური რესურსია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს საგრანტო კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს, სანდო ბიზნესპარტნიორთან ერთად გაუმარტივოს სტარტაპ იდეების რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესი. Sweeft Digital-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე, ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერცალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. მათივე ინფორმაციით, კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, IT მიმართულებით: აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა. აღნიშნული რესურსებით კომპანია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)