16:05 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 14:07:38, 2542 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ილურიძის ქუჩა N103-ში ფეხბურთის ახალი მოედანი მოეწყო. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს.

პროექტის ფარგლებში, ორივე მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ზღვის უბანში რეაბილიტირებული მოედნის ფართობი 520 კვ.მ-ია, ილურიძის ქუჩის ახალი მინი სტადიონის კი - 470 კვ.მ.

სპორტული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ამაშუკელთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში დავასრულეთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ილურიძის ქუჩის ბოლოში, სადაც არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი მოედანი მოეწყო. ზღვის უბანში კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ მოედანს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული ორი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 107 000 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics