|
2020-09-03 11:27:01, 2121 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება
სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის ფანჯარა ერთი თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე გაეხსნებათ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს ჩვენ სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშ არის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სექტორს მივეხმაროთ. იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, მათთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება ერთი თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა, რაც აძლევს შესაძლებლობას მცირე სასტუმროებს, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)