2020-08-30 20:01:41, 6154 ნახვა
სამართალი
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა - დაშავდა 4
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე "ლექსუსის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიოდან გადავარდა.
მსუბუქ ავტომობილში, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან სამი არასრულწლოვანი. ავტომობილის ოთხი მგზავრი, სხვდასხვა ტიპის დაზიანებით,
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,