11:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 17:07:29, 1077 ნახვა

სამართალი
მორაგბის ადვოკატი - ფაქტს, რომ გაგნიძე და რევაზიშვილი ადგილზე მეორე მხრიდან ჩავიდნენ, თვითმხილველი არ ჰყოლია - ვერავინ დაადასტურებდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გაურკვეველია, როდესაც საუბრობს, რომ არჩილ გაგნიძემ და რევაზიშვილმა მოუარეს და მეორე მხრიდან ჩავიდნენ, რომელი ინფორმაციით დგინდება.

მისი თქმით, აღნიშნულ ადგილზე თვითმხილველი არ ყოფილა და ფაქტს ვერავინ დაადასტურებდა.

„ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები და არ გვაქვს მოწმეთა ჩვენებები რომლებიც შემხებლობას დაადასტურებს. რაც არ უნდა ბრალდებამ ისაუბროს საქმეს ფიზიკურად გაუჭირდება შედეგის მიღება.

გაურკვეველია, როდესაც საუბრობს, რომ არჩილ გაგნიძე და რევაზიშვილმა მოუარეს და მეორე მხრიდან ჩავიდნენ, აი ეს რომელი ინფორმაციით დგინდება? ეს ასე არაა და ვერც იქNება იმიტომ, რომ არავინ ამ ადგილას არ ყოფილა თვითმხილველი“, - განაცხადა მამულაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics