13:14 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 13:50:49, 1054 ნახვა

სამართალი
ახალგაზრდა ქალს, რომელიც ექიმების გულგრილობის გამო რამდენიმე თვეა კომაშია, ექსპერტიზა ჩაუტარდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ექიმების გულგრილობის გამო რამდენიმე თვეა კომაშია, ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად ზუსტად დადგინდება იმ ზიანის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რამაც პაციენტი მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა.

„ასევე იყო განხილული ექსპერტიზის საკითხი. ვინაიდან მათ აღინიშნეს, რომ დღემდე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა იმ მიყენებულ ზიანზე, რომლის გამოც პაციენტი დღეს ამ მდგომარეობაში იმყოფება. იმის მიღმა თუ რა დოკუმენტური შესწავლა მოახდინა რეფორმირების სააგანტომ, მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება იმისათის, რომ გამოძიება ჩატარდეს მეტად უფრო გამჭვირვალედ. ჩვენ მზად ვართ ყველა იმ საექსპერტო ჯგუფის მობილიზება მოვახდინო, ვინც ჩაატარებს ექსპერტიზას და ზუსტად დადგინდება ვინაა უშუალო მოანწილე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს სამართალდამცავებმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics