09:10 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 14:54:03, 1267 ნახვა

საზოგადოება
მინსკში აქციის დასაშლელად იგივე ტყვიები გამოიყენეს, რაც თბილისში, 20 ივნისს

ბელარუსის ქალაქ მინსკში, საპროტესტო აქციაზე იმავე ტიპის ტყვიები გამოიყენეს, რაც 20 ივნისს, თბილისში ე.წ გავრილოვის ღამეს.

აღნიშნული ტყვიების ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადგილობვირი მედია იუწყება, რომ ათობით ადამიანი სწორედ ამ ტყვიების მოხვედრის შედეგად დაშავდა.

გამოყენებული ნარინჯისფერი ტყვიები თურქეთშია წარმოებული, მათი სიჩქარე დაახლოებით 272 მ/წმ-ია, ის "ნაკლებად ლეტალურის" ტიპს განეკუთვნება და მისი სროლა დაშვებულია მხოლოდ 10 მეტრიდან ან მეტი მანძილიდან.

ცნობისთვის, ბელარუსში აქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგ ჯერზე გაპრეზიდენტებას მოჰყვა. დემონსტრანტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ბელარუსის ცესკომ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკო პრეზიდენტად მეექვსე ვადით აირჩიეს. ბელარუსის ქალაქებში დემონსსტრაციების გაგრძელება დღესაც იგეგმება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics