08:31 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 11:04:13, 2652 ნახვა

საზოგადოება
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, სექტემბრამდე 300 ლარიანი დახმარება ჩაერიცხება

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, სექტემბრამდე ჩაერიცხება 300 ლარიანი დახმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამით თვითდასაქმებულებისთვის თანხის ჩარიცხვის პროგრამა სრულდება.

„თვითსდასაქმებულების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამოდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 70 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ გადავალთ მეორე ეტაპზე, როდესაც თვითდასაქმებულების მეორე პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩეილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ამით, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარების თვალსაზრისით. ამით თვითდასაქმებულების ეს პროგრამა დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics