|
2015-09-08 11:03:13, 627 ნახვა
საზოგადოება
ქადაგიძე: 15 წლის წინ, საქართველო კორუმპირებული ქვეყანა იყო, დღეის მდგომარეობით კი, უზარმაზარი პროგრესი აჩვენა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონსტისპირა ქვეყნებში" სიტყვით გამოვიდა. გიორგი ქადაგიძე კონფერენციის მონაწილეებს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ქადაგიძის თქმით, საქართველო 15 წლის წინ ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო და დღემდე დიდი პროგრესი განიცდის. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არის მთელი რიგი სფეროები, სადაც პრობლემებია. "15 წლის წინ, როცა 21-ე საუკუნე დაიწყო, საქართველო იყო პოტსაბჭოური, ძალიან კორუმპირებული, რიგითი ქვეყანა. დღეს უკვე უზარმაზარი პროგრესი ვაჩვენეთ, გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები, რომ სულ მცირე რეგიონში ვიყოთ ნაკლებად კორუმპიებული,დაბალი გადასახადების მქონე და ა.შ. მაგრამ ასევე დასაქმების თემაშიც. გვჭირდება გარკვეული გარღვევების გაკეთება. რაც გაკეთდა საკმარისი არ არის.იმისათვის რომ გავარკვიოთ. სად ვართ ამ ეტაპზე, აუცილებელია გლობალურ სურათს შევხედოთ .გასულ საუკუნეში ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა ვითარდებოდა შემშეგნაირად:იწყებდა,როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, შემდეგ გადადიოდა წარმოებაზე, შემდეგ-სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე.ახლა ყველა განვითარებული ქვეყანა უმეტესწილად ორიენტირებულია სრრვისზე დაფუხნებულ ეკონომიკაზე",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. რაც შეეხება საქართველოს, ქადაგიძის თქმით, საქართველო სცდილობს, ნაკლებად პროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი მაღალშემოსავლიან სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად გადააქციოს. "თუ ვიტყვით,რომ ჩვენ მხოლოდ ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტს, თუ ჩვენი მიზანია ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბაზრის მოძებნა, მაშინ არ გვექნება დიდი არჩევანი. ჩვენ უნდა შევეცადოთ გავაკეთოთ ჩვენი ეკონომიის რესტრუქთურიზაცია იმგვარად,რომ ჩვენ უკვე გვექნება მაღალხარისხიანი პროდუქცია. თუ ძალიან ძლიერ ინვესტირებას არ განვახორციელებთ განაჯლების სფეროში, თუ არ ავამაღლებთ ჩვენი მუშახელის, კადრების კვალიფიკაციას, თუ არ წავალთ ეკონომიკის პოლიტიის შეცვლისკენ, ძალიან რთული იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა სხვა მხარეებისთვის. დღესჩვენ ვართ დამოუკიდებელი ენერგეტიკის სფეროში.არც ერთ ქვეყანას დედამიწაზე არ მიუღწევია ეკონომიკური წარმატებისთვის მსხვილი სავაჭრო პარტნიორის გარეშე. 3 მსხვილი ბაზარია ჩვენს გარშემო - თურქეთი, რუსეთი და ირანი. არასოდეს არ გვექნება დიდი არჩევანი. იმისათვის, რომ გვქონდეს ეს არჩევანი, ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტული. 21-ე საუკინის გლობალიზებულ სამყაროში, ან ხარ დიდი გლობალიზებული საზოგადოების წევრი, ან ხარ სადღაც სხვაგან", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)