2015-09-07 14:38:48, 643 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ ზუგდიდის ბიბლიოთეკას წიგნები, და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდის ბიბლიოთეკას წიგნები, და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
ზუგდიდის ბიბლიოთეკა, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ საპილოტე ფაზაში ნუკრიანის და ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად ჩაერთო.
პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან