|
2020-07-31 10:37:10, 2665 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ აგრძელებს
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება. 1 და 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ორი ღია კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა თაობისა და მიმართულების შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგება. მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალ კვირას უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება. პროექტის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)