04:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 19:58:44, 4256 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სასიხარულოა, რომ საქართველოში ავსტრიული კომპანიების რაოდენობა იზრდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბრის მთავარი თემა ბოლო ოთხწლიან პერიოდში საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პოზიტიური დინამიკა იყო. ნათია თურნავამ და არად ბენკომ ხაზგასმით აღნიშნეს - მნიშვნელოვანია, რომ დღითიდღე იზრდება იმ ავსტრიული კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავის საქმიანობას საქართველოში წარმართავენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ავსტრიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესპოტენციალის თვალსაზრისით.

„ამაზე მეტყველებს სულ ბოლო ფაქტიც, რაც ახლა დაფიქსირდა - ავსტრიული გიგანტის „OMV ჯგუფის" წევრი კომპანიის ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში საქართველოში შემოსვლა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ბიზნესპლატფორმა და ბაზარი ზოგადად ევროპული, მათ შორის ავსტრიული კომპანიებისთვის. და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი, ჩვენ პრაქტიკულად, უფრო აგრესიულ, პროაქტიულ საინვესტიციო პოლიტიკას ვიწყებთ, რომ გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც პანდემიის შემდეგ გაუჩნდება გლობალურ ბიზნესებს და რა თქმა უნდა, ავსტრიული ბიზნესები ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics