2020-07-27 22:35:26, 2675 ნახვა
სამართალი
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები - დ.ქ. და ი.გ. დამნაშავედ ცნეს.
სასამართლომ ასევე მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის - ლ. ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სამივე პირის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა.
აღნიშნული ინფრომაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,