2020-07-22 14:36:45, 3327 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.
მიხეილ რამიშვილის თქმით, უკვე დაუკავშირდნენ დამოუკიდებელ ექსპერტს მარიამ ჯიშკარიანს და ის საქმეში ჩაერთვება.
„მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან, რომელებიც ყველა იმ ღონისძიებას ატარებენ, რაც საჭიროა. რადგანაც მე თვითონ პირადად გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა. ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები.
უკვე ვესაუბრე მარიამ ჯიშკარიანს და ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი ჩაერთოს საქმეში და დამოუკიდებელმა ექსპერტმაც გასცეს კითხვებს პასუხი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან