07:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 11:33:01, 3930 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე - მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო

მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე.

„მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო. პირველ რიგში, საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომლებმაც განიცადეს რედიზაინი და ისინი უფრო მეტად არის მორგებული ბიზნესის დღევანდელ საჭიროებებს“, - განაცხადა არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით 3,5 მლრდ ლარი გამოყო. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კრიზისის შედეგად განვითარებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ორიენტირებული გახდა „აწარმოე საქართველოს" სახელმწიფო პროგრამები.

„ფაქტიურად გაორმაგდა სესხის სუბსიდირების პროგრამის მიერ მოცვადი საქმიანობების ჩამონათვალი, გაიზარდა თანადაფინანსირების ოდენობა და ვადა. შემუშავდა სპეციალური პროგრამა განთავსების ობიექტებისათვის. რაც შეეხება საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმს, მისი ბიუჯეტი 330 მლნ ლარი შეადგენს. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში საბანკო სექტორის გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სქემაში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პოსტკრიზისული პროგრამა ასევე მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. მათ შორის, მშენებლობის სექტორის, სოფლის მეურნეობას და სხვა", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით გამართულ დიალოგში ბიზნესთან "ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები" ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics