2020-07-14 17:29:37, 3141 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - „ლუფთანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს
„ლუფთანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ.
„გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ უკვე იცით, რომ „ლუფთანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს. ჩვენ წინა კვირას მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუნხნენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს აღადგინოს და ჩვენ შევეხმიანებით, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან