2020-07-11 21:53:47, 3633 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეში შავი ჰუნდაი და ირაკლი დაფქიაშვილი გამოჩნდა
მამაკაცი შავი ფერის "ჰუნდაით", რომელიც არაგვზე მომხდარი დაპირიპირების ღამეს დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა ირაკლი დაფქვიაშვილია. - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" შაბათის გამოშვებაში ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომელსაც ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი აწარმოებდა.
ეს ადამიანი საქმის მასალებში ჩანს, თუმცა ის გამოკითხული არ არის.
როგორც ირკვევა, შავი ჰუნდაის მძღოლი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის მეზობელი - ირაკლი დაფქციაშვილია.
დაფქვიაშვილის სახელს საქმეზე დაკითხული ის ტაქის მძღოლი, კახა სანდოძე ახსენებს, რომელმაც არაგვის ხიდიდან ახვლედიანი თბილისის მიმართულებით წაიყვანა.
უცნიბია რას აკეთებდა დაფქვიაშვილი შემთხვევის ადგილზე. ამასთან, როგორც ირკვევა, დაფვიაშვილზე ოპერატიული ინფორმაცია აქვს გამომძიებელს, ეს სამართალდამცავის პატაკიდანაც ირკვევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,