2020-07-09 15:00:16, 2980 ნახვა
სამართალი
შსს-ს განცხადებით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ კადრებში, თეთრპერანგიანი პირი ლაშა ლურსმანაშვილია
შსს-ს ცნობით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ კადრებში თეთრპერანგიანი მამაკაცი ლაშა ლურსმანაშვილია და არა ავთანდილ ბილანიშვილია.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით“, - განაცხადეს შსს-ში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),