09:55 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 13:03:52, 2812 ნახვა

კომენტარი
კახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტზე - მმართველ გუნდს გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, მოქმედებაზე გადავიდნენ

მმართველ გუნდს გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, მოქმედებაზე გადავიდნენ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტში შეტანილ ცვლილებებს.

მისი თქმით, აქტში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა ისევ პატიმრობაშია.

„გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, გადავიდნენ მოქმედებაზე. ეს არის უკვე დამატება კანონში, სენატის აქტში, რომელიც ეხება საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას. პირდაპირ წერია აღნიშნულ აქტში, რომ გიორგი რურუა მიუხედავად 8 მარტის შეთანხმებისა, კვლავ რჩება პატიმრობაში. რაც შეეხება მოიხსენიეს თუ არა რურუა პატიმრად, წაიკითხონ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, ცვლილებები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარმოადგინა. ცვლილებებში ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. დოკუმენტში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე და იმაზე, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics