|
2020-06-25 17:58:27, 1803 ნახვა
კომენტარი
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ საზეიმოდ გახსნეს. მცირე საოჯახო ტიპის სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას. საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაახლოებით 1,200,000 ლარის ($425,000) ღირებულებისაა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის (USACE) მიერ განხორციელდა. „ეს სახლი განკუთვნილია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენის დასახმარებლად. ამ პროექტის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ბევრად უკეთეს, მათზე მორგებულ გარემოში იცხოვრებენ. გარემოში რომელიც უფრო მეტად ჰგავს სახლს და მათ გაეწევათ უკეთესი სამედიცინო მომსახურება. ეს საოჯახო ტიპის სახლი ბავშვებს შესაბამის სერვისებს დაბადებიდან 18 წლის ასაკამდე მიაწოდებს. ისინი აქ ისწავლიან, როგორ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, როდესაც ამ სახლს დატოვებენ“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება, რის შედეგადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება. ღონისძიება „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)