|
2020-06-23 20:20:07, 1436 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბანში კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების შეკეთება გრძელდება. საგზაო სამუშაოები სრულდება ზღვის უბნის III მ.რ. II კვ. N26, 27, 31 კორპუსებთან, სადაც ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „ზღვის უბანში ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. კონკრეტულად, ამ პროექტით სამი კორპუსის მოსახლეობის, 300-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა. რაც მთავარია, ადგილობრივი მცხოვრებლები შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 76 500 ლარი დახარჯა.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)