|
2020-06-22 12:04:20, 1457 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმერეთში, 11 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, 22 კი დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევებისთვის 11 კვების ობიექტი დახურა, 22 კი დააჯარიმა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს. „სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა იმერეთის რეგიონში, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში. 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22“, - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)