15:43 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 13:37:46, 1198 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასრულებს.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. უკვე მოწესრიგდა ტროტუარი და 1 100 გრძ.მ  ბორდიური მოეწყო. 

პროექტისთვის, რომელსაც კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.

ასფალტის მოწესრიგებამდე, გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი გაკეთდა, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics