15:43 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 10:55:37, 1333 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და 49 კორპუსებში ხორციელდება.

N47 კორპუსის მიმდებარედ ახლით იცვლება როგორც წყალსადენის, ისე წყალარინების ქსელი, N48 და 49 კორპუსებთან კი წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სამივე კორპუსში 466 გრძივი მეტრი შიდა და გარე ქსელი შეიცვლება, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ამ პროექტით 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. სრულად იცვლება დაზიანებული კომუნიკაციები, შემდეგი ეტაპი კი ასფალტის საფარის დაგება იქნება. კორპუსის მიმდებარედ გზა მთლიანად რეაბილიტირდება. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics