2020-06-18 16:02:09, 1969 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს
ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ის ერთ-ერთი მფლობელის ადვიკატმა განაცხადა, რომ დაიკითხება ორი მოწმე, ერთი, ვინც რურუასთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა და მეორე ადვოკატი გაიოზ ნიჟარაძე, რომელიც რურუას ნივთების ამოღების დროს იქ იყო.
„დაიკითხება დაცვის მხარის ორი მოწმე, აქედან ერთი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე გიორგი რურუასთან ერთად და ისიც წინა პროცესზე დაკითხული მოწმეების მზგავსად, იმედი გვაქვს, რომ დაადასტურებს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ასევე დაიკითხება ადვოკატი გაიოზ ნიჟარაძე, რომელი იმყოფებოდა ციხეში იმ დროს, როდესაც გიორგი რურუას ნივთების უკანონოდ ამოღება და დოკუმენტების გაყალბება ხდებოდა პოლიციელთა მხრიდან, თუმცა არ მისცეს ადვოკატს შესაძლებლობა დასწრებოდა საგამომძიებლო მოქმედებას, რაც არის დარღვევა“ , - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,