12:54 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 20:48:21, 1679 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები იწვოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდა და ხანძრის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყო.

ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლი 4 საცხოვრებელ სახლშია გავრცელებული. იყო ხანძრის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღიკვეთა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 ჯგუფთან ერთად, იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics