16:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 17:07:04, 6533 ნახვა

სამხედრო
სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა  ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში,  მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება  და ბინებით უზრუნველყოფის პროექტის შესრულება   ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი   გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრმა პროექტის უპირატესობები და სამხედრო მოსამსახურისთვის გათვალისწინებული შეღავათებიც დააკონკრეტა: „ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა ექნება კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად არა ძვირადღირებული საბანკო გარანტიებით, არამედ, უპროცენტო შიდა განვადებით  ისარგებლონ“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა,  საქართველოს თავდაცვის უწყება ბინების დაკმაყოფილების შესახებ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2007 წელს ნაკისრ ვალდებულებასაც ბოლომდე შეასრულებს, რომლის თანახმად, სამხედრო მოსმასახურეებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ: „ეს პროექტი არის კარგი მაგალითი, თუ როგორ „უყვარდა“ დაპირებების შესრულება წინა ხელისუფლებას.  ბინების გაცემა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2013 წლიდან და მიმდინარე წელს, უკვე ყველა შესაბამისი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ასევე თბილისში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics