2020-06-11 16:39:59, 2423 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გორში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ბრალდებულ თარაშ კანდელაკისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
გორის რაიონულმა პროკურატურამ, გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებული თ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, თ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს, ქ.გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.კ.-მ, შელაპარაკებისას, ე.თ.-ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,