12:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 20:35:16, 2704 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი - ქართული პირბადის წარმოების პროგრამა გრძელდება, პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს

„საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, ქართული პირბადის წარმოების სამთავრობო პროგრამა გრძელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, მრავალჯერადი პირბადის წარმოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტში დაიწყო, დღესაც მიმდინარეობს.
 
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტრო 2 თვეა, რაც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც, ჯამში, 1,8 მლნ ერთეულზე მეტი პირბადე გადასცა. აფთიაქებში აღნიშნული პირბადეები სუბსიდირებულ ფასად 50 თეთრად იყიდება. „ჩვენ პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ ყველა მსურველი ადგილობრივი წარმოების პირბადით მოვამარაგოთ," - აღნიშნა  მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა საჯარო და კერძო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით საქართველოში ამოქმედდა არაერთი საწარმო, რომლებიც ერთჯერად სტანდარტულ პირბადეების ამზადებენ.
 
„საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების დიდი არჩევანია, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლისათვის," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, პირბადეების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. „ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი პირები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ აღნიშნულ მოწყვლად პირებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები უსასყიდლოდ გადაეცეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics