19:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 19:59:45, 3233 ნახვა

კომენტარი
თამარ არჩუაძე- ვიწყებთ ქუთაისის აეროპორტის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID 19 პანდემიის გამო დროებით შეფერხებული იყო

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მალე საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს“, - ამის შესახე  "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა თამარ არჩუაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას განაცხადა.

გიორგი გახარია დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

"დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. დასრულდა ასევე, ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთება დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, 4 სართულიანი აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის", - განმარტა თამარ არჩუაძე.

აეროპორტში სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დაკვეთით სამშენებლო კომპანია "ანაგმა“ განახორციელა. შპს "ანაგის" მიერ ასევე, დასრულებულია აეროპორტის შიდა ტიხრების და მოჭიმული იატაკის მოწყობის სამუშაოებიც.

„პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები. საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის.

აეროპორტის ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics