2015-08-25 17:17:19, 578 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებულია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებულია.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელსაც გასულ წელთან შედარებით ბავშვთა სიკვდილიანობა ნაკლებია.
"ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებისკენაა, მათ შორის, წელსაც უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. შარშანწინ ჩვენ შევცალეთ სტატისტიკური სისტემა და აღმოვაჩინეთ, რომ მას ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ანუ, გამომჟღავნდა შემთხვევები, რომელბიც ადრე არ მჟღავნდებოდა. ტენდენცია შემცირებისკენაა, თუმცა ეს არ არის ის ევროპული დონე და ამაზე ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას",-განაცხადა დავით სერგეენკომ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან