19:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 13:50:33, 2770 ნახვა

კომენტარი
თურნავას განცხადებით, პრემიერ მინისტრის შესახებ აგორებული „ფეიქ ნიუსის“ უკან, თამაშგარე დარჩენილი ოპოზიცია დგას

მე დავრწმუნდი ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ბევრი „ფეიქ ნიუსის“ მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფეიქ ნიუსი“ არ არის ის რაც საზოაგდოებას აინტერესებს და მათი ეს მხარდაჭერა რეიტინგშიც ისახება.

„მე დავრწმუნდი ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ბევრი „ფეიქ ნიუსის“ მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან. ვინც ახლა თავს მემგონი ცოტა თამაშგარეთ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მართლაც, ძირითადი ინტერესი მთავრობის არის მიმართ და მხარდაჭერაც ცალსახად ყველა რეიტინგში ჩანს, ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომელსაც მედიასაშუალებებიც იტაცებენ ცდილობენ, რომ ამაზე ყურადღების გადატანა მოხდეს. მოსახლეობას მემგონი ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვხარჯავთ დროს ამ „ფეიქნიუსზე“და ვისაუბროთ ეკონომიკაზე რაც მეტად გვაინტერესებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics