21:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 19:55:20, 1296 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ბავშვის უფლებათა კოდექსი გაგვიადვილებს ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას

 „სიღარიბე, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბე რჩება ერთ-ერთ გამოწვევად საქართველოსთვის და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და კეთდება უკვე ამ მიმართულებით", -განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" ეთერში.

როგორც  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტმა მიიღოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანი მუშაობდა დიდხნის განმავლობაში. მისი ინფორმაციით, კოდწსის  ამოქმედება დაწყებულია, თუმცა  მთელი რიგი ნორმატიული აქტებია მისაღები მისი სრულად და საბოლოოდ ამოქმედებისთვის.

„გარკვეული შეფერხება, რომელიც გვქონდა ამ კუთხით, გამოწვეული იყო პანდემიით. თუმცა პრობლემა მალე იქნება დაძლეული პანდემიის თვალსაზრისით და შესაძლებელი გახდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება. წლის ბოლოსთვის უკვე უნდა ამოქმედდეს ეს კოდექსი, რაც ძალიან ბევრ რაიმეს შეცვლის და ხდლისუფლებას გაგვიადვილებს იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა სიღარიბესთან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics