|
2020-05-31 11:55:11, 11023 ნახვა
სხვადასხვა
„ვაშინგტონ პოსტი“ - საქართველოს აქვს ტურიზმის ახალი სივრცე: ადგილი, სადაც პანდემიისგან ისვენებ
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასასვენებელ თავშესაფრად სახელდება, - ამის შესახებ სტატიას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ქვეყანას აქვს სივრცე, სადაც შესაძლებელია პამდემიისგან დასვენება. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქვეყანას კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დადებითი ტენდენცია აქვს. "გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის პლაჟები. საქართველოს აქვს ტურიზმის ახალი სივრცე: ადგილი, სადაც პანდემიისგან ისვენებ. საქართველოს რეაგირება კოროვირუსის წინააღმდეგ წარმატებულია: 746 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 576 გამოჯანმრთელდა და 12 დაიღუპა", - ვკითხულობთ სტატიაში. გამოცემა წერს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის სექტორის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19-ის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)