|
2015-01-05 10:19:19, 2751 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები გადასცეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციას სამინისტროს ყველა დეპარტამენტი და ქვეუწყება შეუერთდა. შსს-ს წარმომადგენლები ზამთრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტებით ამარაგებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მოხუცებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)