|
2020-05-24 13:49:26, 1466 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, არა ტყე, არამედ ისეთი რამ უნდა აჩუქო, რითაც ისარგებლებს, ეკლესია რას ისარგებლებს
სიკეთეს იმისგან, რომ ხე-ტყე გადაეცემა ეკლესიას, მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2-ს“ განუცხადა. მისი თქმით, ტყეს არ ეცვლება სტატუსი და ისევ ტყედ რჩება. „სიკეთეს იმისგან, რომ ხე-ტყე გადაეცემა ეკლესიას, ამ სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ. ის კანონები, რაც იცავს ტყეს, ძალაშია ყველაფერი. ასე რომ ტყე თუ მე გადმომეცემა, არავინ მაპატიებს, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო. რა უნდა ვუყო - უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობაა. თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს, ეკლესია რას ისარგებლებს არ მესმის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)