11:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 15:30:54, 1831 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე - მსოფლიოს არცერთ წამყვან ქვეყანაში სწრაფი ტესტები, კორონავირუსის არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში არ შედის

დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, სწრაფი ტესტები არ ითვლება მსოფლიოს  არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში, როგორც დამადასტურებელი ტესტები - ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის სამინისტროშ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სწრაფი ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიკა არ იძლევა მოკლე ისტორიის მქონე ვირუსის დიაგნოსტიკის საშალებას.

„დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, სწრაფი ტესტები არ ითვლება მსოფლიოს  არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში, როგორც დამადასტურებელი ტესტები ანუ ისინი არ გამოიყენებიან ამ დაავადების, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის. ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან მასობრივი კვლევების დროს, რადგან მათი სპეციფიურობა და მგრძნობელობა დაბალია, მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ამიტომ ნებისმიერი დადებითი პასუხი, მათი მეშვეობით მიღებული, რომელიც მიუთითებს მწვავე დაავადებაზე საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას პისიარ ტექნოლოგიით. ამიტომ მათი გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებუილ. ამიტომ ყველა წამყვანი ქვეყანა პისიარ, ეგრეთწოდებულ მოლეკულურ ტესტებს იყენებს, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის.

რადგან ვირუსის განვითარების ისტორია მხოლოდ 4 თვეა, სწრაფი ტესტების სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. თუმცა დროთა განმავლობაშ მათი დახვეწა შეიძლება რათა მნიშვნელობა მიეცეს. ჩვენ ეს ტესტები არ შეგვიფასებია დაავადებათა კონტროლის ცენტრებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics