13:14 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 15:34:42, 1351 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე მმართველ გუნდზე - ყინულივით დადნება ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც ჰგონიათ, რომ კორონავირისის გამო მოიპოვეს

„ყინულივით დადნება ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც ჰგონიათ რომ საზოგადოების მხრიდან კორონავირისის გამო მოიპოვეს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა. მისი მეორე ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა.

ვაშაძემ განმარტა, რომ ხელისუფლებას მოუწევს შეთანხმების ამ კომპონენტის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება.

„შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან საარჩევნო სისტემა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, მე მათ მოვუწოდებ, რომ ხელი აიღონ ამ თაღლითობისგან, თორემ ძალიან მკაცრი იქნება რეაქცია მათთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და მათ აუცილებლად მოუწევს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. ახლა ფიქრობენ, რომ კორონავიურსს ამოეფარნენ. ყინულივით დადნება ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც ჰგონიათ რომ საზოგადოების მხრიდან კორონავირისის გამო მოიპოვეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics