14:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 10:19:36, 1350 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები ეკლესიის, პატრიარქის და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები ეკლესიის, პატრიარქის და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის,  თუ ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ფეიკ პროფილები სიცრუით.

„ეს იყო ეკლესია და პატრიარქი, საქართველოს ხელისუფლება. მარტო კრიტიკა რომ იყოს, ამაზე არ არის საუბარი. სიცრუე და დეზინფორმაცია - ეს იყო მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშანი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმებისა და covid19-თან ბრძოლის ღონისძიებების წინააღმდეგ იყო მიმართული მათი განცხადებები. როცა ბრძოლაშია ჯარისკაცი და მას ზურგიდან ურტყამ ფეიკ ნიუსებით, ეს ცალკე ბოროტება და მავნებლობაა. ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ვისიც არ უნდა იყოს ფეიკ გვერდი, როგორ კეთილშობილურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მაინც ცუდია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics