2020-05-06 15:36:45, 2053 ნახვა
სამართალი
დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისმა, სადეზინფექციო და სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისისგან უსასყიდლოდ გადაეცა 20 პულსოქსიმეტრი, 200 ლიტრი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ბახილები და ქუდები.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.
მათი ცნობით, აღნიშნული დახმარების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და დაკავებულ პირთათვის ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ევროპის საბჭო მრავალი წელია, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მხარდაჭერას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),