|
2020-05-05 10:45:05, 17877 ნახვა
High - Tech
დადგა შენი პირველი iPhone-ის შეძენის დრო - არჩევანი უპირობოა
Apple–ის ანტიკრიზისული პახუსია - iPhone SE. სმარტფონი, რომელიც განახლებული სახით ტრიუმფალურად დაბრუნდა, წლის ყველაზე გაყიდვად მოდელად იქცევა. ახალ iPhone SE-ს iPhone 8-ის დიზაინი აქვს და გააჩნია Apple–ის მოწყობილობებს შორის ყველაზე ძლიერი პროცესორი - A13 Bionic, რომელიც დამონტაჟებულია iPhone 11 და 11 Pro–ში. რაც შეეხება სხვა უპირატესობებს: მისი მთავარი კამერა 12 მეგაპიქსელით არის წარმოდგენილი, ასევე გააჩნია უკაბელო დატენვის და eSIM ტექნოლოგიის მხარდაჭერა. iPhone SE წარმოდგენილია სამ ფერში: შავი, თეთრი და წითელი. ახალ მოდელზე დაბრუნდა საკულტო ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით - Touch ID v2. ეკრანის ზომაა 4.7 დიუმი, Retina HD–ს მხარდაჭერით. მსოფლიო მედია ყველაზე ხელმისაწვდომი და აქტუალური iPhone SE–ის მოდელის პოპულარობას ერთხმად პროგნოზირებს.
ამის მთავარ მიზეზს კი ასე ხსნიან: არასოდეს ყოფილა Apple-ის უახლესი სმარტფონის დასაკუთრება ისეთი ხელმისაწვდომი როგორც ახლა. Apple-ის ახალი მოდელის ფასი 1799 ლარიდან იწყება. Apple-ის პრემიუმ რესელერი iSpace-ი, iPhone SE–ის განვადებით შეძენას თვეში 89 ლარიდან გთავაზობთ! ასეთი მოწინავე თვისებების მქონე iPhone აქამდე არასოდეს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი. ექსპერტები ახალი iPhone SE-ის დეფიციტსაც კი პროგნოზირებენ. ამიტომ გირჩევთ, რომ იჩქაროთ წინასწარ შეკვეთა, შეარჩიოთ ნანატრი ახალი პროდუქტი სასურველი ფერისა და მეხსიერების ზომებში. წინასწარი შეკვეთების მიღება Apple-ის პრემიუმ რესელერთან შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: iSpace. ახლანდელ არასტაბილურ სამყაროში, ის მაინც არ იცვლება. Apple კვლავ ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ყველას და ბაზარზე უშვებს სმარტფონს, რომელიც ნამდვილი ბესტსელერი გახდება. საქართველოს ბაზარზე ახალი სმარტფონი ხელმისაწვდომი 8 მაისიდან იქნება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)