2020-05-04 16:05:05, 1144 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი - საქართველოში არჩვენები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება.
მანვე აღნიშნა, რომ ისინი თითოეულ მიმართულებას, რომელსაც ოპოზიციასთან შეთანხემება ითვალისწინებს, ბოლომდე მიიყვანენ.
„იმ ვადებში, რაც არის კონსტიტუციით მოცემული, ჩვენ აუცილებლად ჩავეტევით, ასე რომ, ვისაც დღეს აქვს სურვილი ამ თემით მოახდინოს სპეკულაცია, ვგულისხმობ ოპოზიციას, სწორედ ისინი არიან მოწოდებულები იმისთვის, რომ ეს შეთანხმება არ შედგეს, არ დავასრულოთ დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ჩვენ რა საკვირველია, თითოეულ მიმართულებას ბოლომდე მივიყვანთ და არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან