|
2020-05-01 17:53:12, 3935 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა. საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანში „მოქალაქეობა" გაერთიანდა. ამავე გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება. აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ „მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში არსებულ თითქმის ყველა ეკონომიკურ და/თუ ფინანსურ საკითხს მოიცავს, მათ შორისაა: ფული და ბარტერი; ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი; კერძო და საჯარო საკუთრება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება. აღსანიშნავია, რომ მასალა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე/გამდიდრებაზეა ორიენტირებული, არამედ ასევე გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ბევრ პრაქტიკულ რჩევასა და აქტივობას მოიცავს. „სკოლის ასაკიდანვე ფინანსური და ეკონომიკური საკითხების შესახებ მოსწავლეების ცოდნის ამაღლება ხელს უწყობს სამომავლოდ მათ მიერ პირადი ფინანსების მართვის ჩვევის გამომუშავებასა და ახალგაზრდების ეკონომიკურად გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების სწავლების პროცესში პედაგოგების მხარდაჭერა. დამხმარე მასალების მომზადების თავდაპირველი მიზანი საკლასო სივრცეში გაკვეთილების წარმართვის პროცესში პედაგოგების დახმარება იყო. თუმცა, ახალ რეალობაში, როცა მასწავლებლები ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდნენ და თავიანთი პროფესიული საქმიანობა უკვე ონლაინ სივრცეში განაგრძეს, ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ მასალებს ონლაინ გაკვეთილებისთვისაც ასეთივე წარმატებით გამოიყენებენ", - განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა. სასწავლო მასალა და დამატებითი საკლასო აქტივობები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=752
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)