17:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 09:31:28, 1401 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი მადრიდიდან განხორციელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით შესრულდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

„ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან. აღსანიშნავია, არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც ჩაკეტილია სანიტარული კრიზისის გამო. საზღვარზე მოქალაქეებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ და მათი  ბუენოს-აირესის აეროპორტში გადაყვანა უზრუნველყვეს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ესპანეთის მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის მიზნით განხორციელებული რეისით - ბუენოს-აირესი-მადრიდი, ესპანეთში ჩაფრინდნენ.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი - პრაღა-ბათუმი, 5 მაისი - ათენი-თბილისი; 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics