17:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 13:23:19, 1465 ნახვა

საზოგადოება
ბილაინის სიმ ბარათის შეძენა საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი განაგრძობს კარანტინის პირობებში მომხმარებლისთვის ბილაინის მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებას. ბილაინის სიმ ბარათის შეძენა მომხმარებელს ამიერიდან  საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში შეუძლია, მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც ცნობილია, კარანტინის პირობებში საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:00-დან დღის 17:00 საათამდე.

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე ზრუნვას. უსაფრთხოების მიზნით, კომპანიამ ვირუსის საქართველოში გამოჩენისთანავე მალევე დაკეტა ყველა მაღაზია ქვეყნის მასშტაბით და თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. დისტანციურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის სრულადაა ხელმისაწვდომი ონლაინ, MyBeeline აპლიკაციის, ბილაინის ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics