13:46 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 09:42:28, 497 ნახვა

საზოგადოება
ფოთს პლაჟს სპეციალური საწმენდი მანქანა გადმოეცა

ფოთს პლაჟის სპეციალური საწმენდი მანქანა გადმოეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, საგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა,  ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 365ათას ლარად ღირებული ,,ბიჩტეკი-300'’ შეიძინა, რომელშიც მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 15% იყო.

 ''ბიჩტეკი - 300'' სახელწოდების, თანამედროვე, ზღვის ნაპირის-პლაჟის საწმენდი მანქანა დანადგარია, რომელიც კომპლექტურია და შედგება ორი ნაწილისაგან: ტრაქტორისა და უშუალოდ საწმენდი მექანიზმისგან.

მათივე ინფორმაციით, ტექნიკური მხარეების დაზუსტების შემდეგ, ნაპირსაწმენდი მანქანა - დანადგარი ფოთის მუნიციპალიტეტის შ პ ს ,,ინფრასტრუქტურა 2008,,-ს საექსპლუატაციოდ უახლოეს დღეებში გადაეცემა. ფოთისათვის მეტად საჭირო და დროული შენაძენი ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამიერიდან ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო, პირველად დასუფთავდება სპეციალური მექანიზმებით, რაც, უთუოდ ხელს შეუწყობს ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics