|
2020-04-17 17:01:09, 1272 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიული ტესტი გადასცა
„საქართველოს ბანკი“ COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა შეიძინა 20 000 ლაბორატორიული ტესტი, რომელიც საქართველოშია და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. „COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის ლაბორატორიული ტესტის ქონა. ის მთავარი იარაღია პანდემიასთან ბრძოლაში. 20 000 ლაბორატორიული ტესტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას, დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, COVID 19-თან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით, უნდა ვიზრუნოთ ვირუსის დამარცხებისთვის“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადასცა 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)