|
2020-04-15 11:25:29, 1541 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო კიკეთში განთავსდება
კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო კიკეთში განთავსდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. „გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად, ჩვენ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან ისინი, ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, მათ არანაირი პრობლემები არ შექმნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)