08:59 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 14:40:23, 1204 ნახვა

საზოგადოება
გახარია - საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი მოქალაქის ჯანმრთელობასა და ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები ეხმარებიან.

„ესენი არიან, როგორც საქართველოში დღეს ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან და ეს გეგმა უკვე არსებობს. ჩვენ ამ გეგმის დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია - პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე ეკონომიკის ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერმა ასე უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ - ჩვენ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics