|
2020-04-09 12:04:28, 1207 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა
9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს. ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი. სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები. მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები. მოქალაქეს პორტალზე – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია:
მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე, საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო: უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა;
იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405.
თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება საჯარო რეესტრის ელფოსტითაც (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი. მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე. მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ:
დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას. მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405. დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/p/1917 .
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)